აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც მონაწილეობენ.

შეხვედრაზე შესვლის წინ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ ხელახალ არჩევნებზე.

„არჩევნები უნდა ჩატარდეს ხელახლა, ეს პარლამენტი არ უნდა შედგეს, ეს არის გაყალბებული არჩვენების ობიექტური შედეგი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები