ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს კიდევ ორი ადამიანი ემსხვერპლა, სულ 58 ლეტალური შემთხვევაა.
ასევე, ბოლო ერთ დღეში ოკუპირებულ ტერიტორიაზე 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4898-მდე გაიზარდა.
ვირუსის დამარცხება 3227-მა პირმა შეძლო.
ასევე, სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებული პაციენტებიდან 29-ის მდგომარეობა მძიმეა.