საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 3120 ახალი შემთხვევიდან 1033 თბილისში, 502 აჭარაში, 517 კი იმერეთში დაფიქსირდა
“საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 3120 ახალი შემთხვევიდან 1033 თბილისში, 502 აჭარაში, 517 კი იმერეთში დაფიქსირდა”,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსის სხვა შემთხვევები დანარჩენ რეგიონებზე ნაწილდება.
„დღეს გამოვლენილი 3 120 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარა – 502, იმერეთი – 517, ქვემო ქართლი – 192, შიდა ქართლი – 126, გურია – 95, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 332, კახეთი – 100, მცხეთა-მთიანეთი – 107, სამცხე-ჯავახეთი – 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 887. 4 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 383, აჭარაში – 801, იმერეთში – 973. მძიმე პაციენტი გვყავს 652, მათ შორის, თბილისში – 317, აჭარაში – 103, იმერეთში – 159. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 329 პირი, მათ შორის, თბილისში – 162, აჭარაში – 90, იმერეთში – 33. 3 311 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 560 – აჭარაში, 1 207 – თბილისში, ხოლო იმერეთში -284. 8 658 პირი მკურნალობს ბინაზე”, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
საქართველო, კორონავირუსი