ლაშა მესხი: უპასუხისმგებლო ვაი პოლიტიკოსებს – მთავრობას კი არა ხალხს უცხადებთ დაუმორჩილებლობას

ჟურნალისტი და უფლებადამცველი ლაშა მესხი კოვიდის გამო შექმნილ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი აზრით გავრცელებული ვირუსის პირობებში მიმდინარე აქციები სახიფათოა და  ამის გამო, როგორც ის ამბობს, “უპასუხისმგებლო ვაი პოლიტიკოსებსებს” მიმართავს.

“საავადმყოფოები გადავსებულია, ჯანდაცვის სისტემა ვერ უმკლავდება ამ ყველაფერს. სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ ჯერ მხოლოდ იწყება ყველაფერი. რა იქნება 1-2 თვეში ამაზე გიფიქრიათ ვინმეს? განსაკუთრებით ყოვლად უპასუხისმგებლო ვაი პოლიტიკოსებს?! იმის ნახევარსაც რო ხალხზე ფიქრობდეთ რამდენსაც საკუთარ თავებზე ალბათ ავშენდებოდით…. მთავრობას კი არა ხალხს უცხადებთ დაუმორჩილებლობას და აჯანყებას…. საყოველთაო ლოქდაუნი წელში გატეხავს ამ ქვეყანას და მოეგეთ გონს სანამ გვიანი არაა”, – წერს ლაშა მესხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები