ნიკოლ ფაშინიანი: სტეპანაკერს პირდაპირი საშიშროება ემუქრებოდა, ყველაფერს დავკარგავდით

“ჩვენ შეგვექმნა სიტუაცია, როდესაც სტეპანაკერს პირდაპირი საშიშროება ემუქრებოდა”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა,

მისივე თქმით, ომი რომ არ შეეჩერებინათ, დიდი ალბათობით, ალყაში მოექცეოდა მათი რამდენიმე რაიონიც.

„ჩვენ შეგვექმნა სიტუაცია, როდესაც სტეპანაკერს პირდაპირი საშიშროება ემუქრებოდა. სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და არცახის რეგიონის “პრეზიდენტის” შეფასებით, ის ძალიან სუსტად, სიმბოლურად იყო დაცული. სტეპანაკერტის აღების შემთხვევაში, ათასობით ჩვენი სამხედრო ალყაში აღმოჩნდებოდა. შედეგად, ჩვენ დავკარგავდით ყველაფერს, რაც ამ დოკუმენტით იქნა დაფიქსირებული“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე განმარტებით, ომის გაგრძელების შემთხვევაში, სტეპანაკერტი და ასკერანი დაუცველი იქნებოდა, მარტუნის დაცვა კი – ძალიან არასტაბილური. ომი რომ არ შეეჩერებინათ, დიდი ალბათობით, ალყაში მოექცეოდა მათი მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და შესაძლოა, მეექვსე და მეშვიდე რაიონებიც, ამ შემთხვევაში კი, ათასობით ჯარისკაცის სიცოცხლეს საფრთხე შეექმებოდა.
პრემიერმინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ, აზერბაიჯანის მიერ ქალაქ შუშაზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, ტერიტორიის დაბრუნების მცდელობა ორჯერ ჰქონდათ, თუმცა, ორივე წარუმატებელი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი, გაგიკ წარუკიანი ფაშინიანის გადაწყვეტილებას ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით “ღალატს” უწოდებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები