ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, სულ ე.წ. რესპუბლიკაში 56 ლეტალური შემთხვევაა.
ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და პანდემიის დაწყებიდან 4831- ს მიაღწია.
ამჟამად, გუდაუთის საავადმყოფოში 119 ადამიანი მკურნალობს, მათგან 25-ის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 28 პაციენტია მოთავსებული, ერთის მდგომარეობა მძიმეა; მობილურ ჰოსპიტალში 41 პაციენტი იმყოფება, 4-ის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაავადების დამარცხება 3061-მა პირმა შეძლო.