Ryanair-ში იმედოვნებენ, რომ მომავალი წლის ზაფხულში სამგზავრო მიმოსვლა ნაწილობრივ აღდგება

ავიაკომპანია Ryanair-ში იმედოვნებენ, რომ მომავალი წლის ზაფხულში სამგზავრო მიმოსვლა ნაწილობრივ აღდგება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მნიშვნელოვან შედეგებს მოგვცემს, – ამის შესახებ ავიაკომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ო’ლირიმ განაცხადა.

როგორც ის ონლაინკონფერენციაში მონაწილეობისას ამბობს, პროგრესი, რომელსაც ისინი ელიან, იქნება „მზის პირველი სხივების გამოჩენა ბოლო 12 თვის განმავლობაში”.
მაიკლ ო’ლირი წინასწარმეტყველებს, რომ კომპანია Ryanair მომავალი წლის ზაფხულისთვის 75-80%-ით დაბრუნდება.

„ჩვენი ოპტიმიზმი გონივრულია და ვიმედოვნებთ, რომ 2021 წლის ზაფხულში, გარკვეულწილად, ნორმალიზებურად კომპანია ფრენებს განაახლებს“, – თქვა WTM -ის ონლაინ სამოგზაურო კონფერენციაზე.
Ryanair– ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ევროპის ბაზარზე „ფასების ომია“ მოსალოდნელი და აუცილებლად მოხდება ტარიფებზე გადახედვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები