ზაალ უდუმაშვილი: პროტესტი არ წყდება – ეს არის როგორც გრიგოლ ვაშაძის, ასევე, პარტიის პოზიცია, პარლამენტში შესვლას არავინ გეგმავს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პროტესტი არ წყდება და ეს არის როგორც გრიგოლ ვაშაძის, ისე  პარტიის პოზიცია.

მისივე თქმით, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პარლამენტში შესვლას არავინ გეგმავს.

„გრიგოლ ვაშაძემ თავად გააკეთა განმარტება ამ განცხადებაზე. მთავარი არის ის, რომ პროტესტი არ წყდება. ეს არის როგორც გრიგოლ ვაშაძის, ასევე, პარტიის პოზიცია. პროტესტი არ შეწყდება, პარლამენტში შესვლას არავინ გეგმავს, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ჩვენი მთავარი მოთხოვნა, ანუ არ აღდგება ჩვენი ამომრჩევლის მიერ გამოხატული ნება 31 ოქტომბრის არჩევნებზე, ეს ბრძოლა გაგრძელდება, ქუჩის პროტესტი გაგრძელდება, ყველაფერი არის იმ გეგმის მიხედვით, რომელიც ჰქონდა დასახული ოპოზიციას.

პარტიის თავმჯდომარეა გრიგოლ ვაშაძე, მან გააკეთა განცხადება, ჩამოაყალიბა მისი პოზიცია, შესაბამისად, დამატებითი განმარტებები, რაც ამ განცხადებაზე გაკეთდა, მგონი, არავის ეპარება ეჭვი, რომ ყველაფერი სრულ თანხვედრაშია პარტიის პოზიციასთან. ბრძოლა, პროტესტი გერძელდება, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, რომლითაც სრულად იქნება გამოხატული ჩვენი ამომრჩევლის ნება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ პარტიებს მიმართა, ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით. მოგვიანებით, გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები