ირაკლი კობახიძე – მიხეილ სააკაშვილზე: მარსზე გაფრინდება

“მარსზე გაფრინდება”, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვას, “აიღებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსასვლელ ბილეთს”.

მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ყველაფერზეა წამსვლელი.

„სააკაშვილი რომ ყველაფერზეა წამსვლელი, ეს მან დაამტკიცა მაშინ, როცა 9 წელს იყო მმართველობაში და ამტკიცებს დღემდე, როცა არის ოპოზიციაში და არის ოპოზიციის ლიდერი. ჩვენ ვისმენთ თანდათან აღიარებით ჩვენებებს, გუშინ გამოვიდა ალეკო ელისაშვილი და აღიარებითი ჩვენება მოგვცა, როგორ ძალადობრივად აპირებდნენ ისინი ცესკო-ში შეჭრას, დეტალები მოყვა, ახლა ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის აღიარებითი ჩვენება. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ დესტრუქცია არის მათ ბუნებაში, თუმცა, აქ არის ხელისუფლება, რომელიც დაიცავს, პირველ ყოვლისა, საზოგადოების ინტერესებს, მათ შორის, იმ 930 000 ადამიანის ინტერესებს, რომლებმაც მხარი დაუჭირა ჩვენს ხელისუფლებასა და ჩვენ მიერ აღებული კურსის გაგრძელებას. ამ ხალხს არ უნდა რუსული საქმის მკეთებელი ხელისუფლება, მათ უნდათ პროდასავლური ძალა, რომელიც გააგრძელებს ქვეყნის აღებულ კურსს”,- განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები