ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია მკაცრ პასუხს მიიღებს ულტიმატუმებზე, მათ შორის, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორებისგან

“ყველა საერთაშორისო პარტნიორი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს დიალოგისკენ, მათი პასუხი არის ულტიმატუმი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან დიალოგის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას არ აქვს უფლება, რომ საზოგადოებასა და პარტნიორებს ულტიმატუმის ენით ესაუბროს.

„ყველა საერთაშორისო პარტნიორი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს დიალოგისკენ, კონსულტაციებისკენ, მათი პასუხი არის ულტიმატუმი. ბუნებრივია, ისინი მკაცრ პასუხს მიიღებენ ასეთ ულტიმატუმებზე ყველასგან, მათ შორის, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორებისგან. ამას მათ არავინ გაუტარებს. რაც შეეხება ულტიმატუმს, რომ ჯერ ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს და მერე დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, არასწორი საუბარია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და საზოგადოების მიმართ. შესაბამისად, მათ მიდგომა უნდა შეიცვალონ“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები