ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ მიდგომა უნდა შეცვალოს, ჩვენ ვმუშაობთ, რომ ისინი სწორ გზაზე დავაყენოთ
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების მიმართ არასწორი მიდგომაა.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციამ მიდგომა უნდა შეცვალოს.
„ოპოზიციის განცხადება, რომ უნდა ჩავატაროთ რიგგარეშე არჩევნები და ამის შემდეგ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან, არასწორი საუბარია საერთაშორისო საზოგადოებისა და ქართული საზოგადოების მიმართ. ოპოზიციამ მიდგომა უნდა შეცვალოს და ჩვენ ვმუშაობთ, რომ სწორ გზაზე დავაყენოთ“, – განაცხადა კობახიძემ.