რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, ასევე, სომხეთის პრემიერის მიერ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილ დოკუმენტს, სომხეთისგან განსხვავებით, ზეიმი მოჰყვა აზერბაიჯანში.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში ხალხი გვიან ღამით ქუჩაში გავიდა და ყარაბაღში გამარჯვებას აღნიშნავდა.
ხალხი სკანდირებდა: “დიდება აზერბაიჯანელ ჯარისკაცს!”, “ყარაბაღი-აზერბაიჯანია!”, “დიდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს!”.