საქართველოს პარლამენტის შენობის ტერიტორია სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების ნაწილმა დატოვა

საქართველოს პარლამენტის შენობის ტერიტორია სამართალდამცველთა გარკვეულმა შემადგენლობამ დატოვა. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები ტერიტორიას ავტობუსებით ტოვებენ.

როგორც ცნობილია პოლიციელები სამი ავტობუსით გაიყვანეს.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების აქცია 18:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობას, ხელახალი არჩევნების დანიშვნას და ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვენ.

ამ დრომდე რჩებიან აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ისინი დაშლას არ აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები