ხატია დეკანოიძეს 2 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს
სულ რამდენიმე წუთის წინ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერს, ხატია დეკანოიძეს ორიათასლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. ის საკუთარ შვილთან ერთად გადაადგილდებოდა, როდესაც საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა და დააჯარიმა.
როგორც ენმ-ის წევრს განუმარტეს, მან პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვა დაარღვია.
დეკანოიძე ჯარიმის გადახდას არ აპირებს.