პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან (ფოტო)
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან სცენას ამონტაჟებენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.
ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.
ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნა ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომა და ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.