პაატა იმნაძე: ჩვენ ყველა პასუხისმგებლები ვართ კანონის წინაშე, სამწუხაროდ, კანონი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ნებისმიერი თავყრილობა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს.

„სამწუხაროდ, ნებისმიერი თავყრილობა, ჩემთვის არ აქვს არავითარი მნიშვნელობა, რას დაარქმევთ,   ძალიან ცუდად მოქმედებს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, მით უმეტს, თუ არ არის დაცული ელემენტარული წესები, ნიღაბი და დისტანცია”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

წყლის ჭავლთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ იმნაძემ აღნიშნა, რომ კანონი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს.

ჩვენ ყველა პასუხისმგებლები ვართ კანონის წინაშე, სამწუხაროდ, კანონი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს, ეს არის ჩემი პასუხი“, – განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ ღამის საათებში დაწესებული შეზღუდვა მობილობის შემცირებისთვის მნიშვნელოვანია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები