გორში კვერნაკის დასახლების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები დაიწყო

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, გორში კვერნაკის დასახლების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები დაიწყო.

“რეზერვუარი, რომელიც კვერნაკის დასახლებას წყლით ამარაგებს, 1965 წელს არის აგებული და მას შემდეგ ობიექტს რეაბილიტაცია არ ჩატარებია. სრულად არის ამორტიზებული არსებული მილები, მოსახლეობას წყალი დღის განმავლობაში 8 საათით მიეწოდება.

სამუშაოები ითვალისწინებს არსებული რეზერვუარის რეაბილიტაციასა და ძველი, ამორტიზებული მილების ახლით ჩანაცვლებას, გამრიცხველიანდება მოსახლეობა.

პროექტი 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება, რის შემდეგაც კვერნაკის დასახლებაში მცხოვრები 700-მდე ადგილობრივი უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადავა”, – ნათქვამია წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები