როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 9-13 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 9-10 ნოემბერს +13, +18 გრადუსი იქნება, ხოლო 11-13 ნოემბერს +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.
მათივე ცნობით, თბილისში 9-10 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, 11-13 ნოემბერს კი მოსალოდნელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 9-10 ნოემბერს +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 11-13 ნოემბერს +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს.