კახა კალაძე: აქციის გამართვის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს, 22:00 საათის შემდეგ კი კანონი ყველასთვის მოქმედებს

“აქციის გამართვის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს. 22:00 საათის შემდეგ კი კანონი ყველასთვის მოქმედებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები 22:00 საათამდე თუ არ დაიშლებიან, მათ ქმედებას რეაგირება მოჰყვება.

„მე მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ. აქციის გამართვის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს. 22:00-ის შემდეგ კი მოქმედებს კანონი ყველასთვის, როგორც ჩემთვის, ისე – თქვენთვის,  ჩვენი ქვეყნის  თითოეული მოქალაქისთვის. სხვა შემთხვევაში, რეაგირება მოჰყვება ყველაფერს, რაც იქნება ყველაფერს რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები დღეს საქართველოს პარლამენტის შენობასთან 18:00 საათზე იკრიბებიან, სადაც, მათი თქმით, გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს გააპროტესტებენ.

ასევე, დღეიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები