კახა კალაძე: გთხოვთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვიმოქმედოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობით ქვეყნისა და კანონის წინაშე
“პირველ ყოვლისა, მინდა, მივმართო თითოეულ ადამიანს, როგორც ჩვენს მხარდამჭერებს, ისე – საპროტესტოდ განწყობილ მოქალაქეებს – გთხოვთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კალაძემ სამართალდამცავებს მაქსიმალური სიფრთხილით მოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა.
“პირველ ყოვლისა, მინდა, მივმართო თითოეულ ადამიანს, როგორც ჩვენს მხარდამჭერებს, ისე – საპროტესტოდ განწყობილ მოქალაქეებს – გთხოვთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვიმოქმედოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობით ქვეყნისა და კანონის წინაშე. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს, მაქსიმალური სიფრთხილით იმოქმედეს და კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება შეძლეს მაქსიმალურად რბილი ძალის გამოყენებით”, – განაცხადა კალაძემ.