გიორგი გაბუნიას კორონავირუსი დაუდასტურდა
ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ადასტურებს.
გვარამიას განცხადებით, გიორგი გაბუნია თავს კარგად გრძნობს.
„დღეს დაუდასტურდა. კარგად გრძნობს თავს, უსიმპტომოდ აქვს, სახლში გადის მკურნალობას“, – განაცხადა გვარამიამ.