შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, 57 მილიონი ლარის სესხი გაიცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით 2893 აგროსესხია გაცემული, რაც, ჯამურად, 57 მლნ ლარს აჭარბებს. ხოლო სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 4,7 მლნ ლარს აჭარბებს.

უწყების ცნობით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხარჯების 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სახელმწიფო სრულად ფარავს.

„შეღავათიან აგროკრედიტში“ ინვესტირებულია 300 მილიონი ლარი. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ თანხამ, დაახლოებით, 2 მილიარდ 700 მილიონამდე კერძო და საბანკო რესურსი მოიზიდა, ანუ თითქმის 10-ჯერ მეტი რესურსი. სახელმწიფო აგროპროექტებში მონაწილეობს 40 000 ფერმერი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროექტის – „შეღავათიანი აგროკრედიტი“ დაწყებიდან შექმნილია 11 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. უწყება განმარტავს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა რეალურად კიდევ უფრო მეტია, რადგანაც მოცემული მონაცემები მიღებულია მხოლოდ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ბენეფიციარების მაჩვენებლების მიხედვით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები