რუსთავში ავტომობილი ამობრუნდა – არიან დაშავებულები

რუსთავში, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

“მერსედესის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ამოტრიალდა და ხეს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები