ზუგდიდში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

2013-2020 წლებში გაზიფიცირებული აბონენტების რაოდენობამ ჯამურად 21402 შეადგინა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამჟამად სამუშაოები 6 სოფლის (შამადელა, ოდიში/საჭურღულიოს უბანი, ჯიხაშკარი, ყულიშკარი, ალერტკარში, ჭკადუაში) ტერიტორიაზე მიმდინარეობს, ხოლო აბონენტების სავარაუდო რაოდენობა 2361-ს შეადგენს.

2022-2024 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 4 დასახლებული პუნქტი დაემატება – 1277 აბონენტი. ღირებულება 4,134 მილიონი ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები