სამოქალაქო აქტივისტები თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას აწყობენ

თბილისის რამდენიმე უბანში საპროტესტო მსვლელობა იმართება. აქციის მონაწილეები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მოძრაობენ.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, ისინი “ჭორვილ-ფაშას”, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მიემართებიან.

„ქართველი ხალხი ივანიშვილის არჩევნებს არ მოაპარინებს. მას უნდოდა, რომ ეს ქვეყანა პირად საკუთრებად გადაექცია, მაგრამ ეს არ მოხდება. ჩვენ დავიძვრებით ჭორვილ-ფაშას, ანუ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ“, – განაცხადა მსვლელობის ერთ-ერთმა აქტივისტმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები