ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 356 ადამიანს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა, რის შედეგადაც 76 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4581-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 100 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 25-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 33 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში

გამოჯანმრთელდა 50 პაციენტი.

გარდაცვლილთა რიცხვი კვლავაც 47-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები