საბერძნეთში “ლოქდაუნი” გამოცხადდა

საბერძნეთის პრემიერმინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ქვეყანაში სამკვირიანი საერთოეროვნული კარანტინი გამოაცხადა.

Ekathimerini-ს ინფორმაციით “ლოქდაუნი” 7 ნოემბერს ამოქმედდება, რომლის ფარგლებში ყველა მაღაზია დაიხურება, რეგიონებს შორის კი გადაადგილება იქნება აკრძალული.

ქვეყანაში ისევ ამოქმედდება სისტემა, რომელიც მოქალაქეებს ავალდებულებს, სამთავრობო ნომერზე ტექსტური შეტყობინება გააგზავნონ, როდესაც სახლიდან გადიან მაღაზიაში, ექიმთან ან სავარჯიშოდ.

მაღალი კლასის მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ, ბაღები და დაბალი კლასის მოსწავლეები კი სწავლას სასწავლო ოთახებში გააგრძელებენ.

პრემიერის თქმით, მთავრობა მოქალაქეებს ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს, რომლებიც ახალი კარანტინის გამო დაზარალდებიან და თქვა, რომ ფინანსთა მინისტრი შესაბამის გეგმას წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები