ნუკრიანის, ზემო მაღაროსა და ზემო ბოდბეს სტაბილური წყალმომარაგებისთვის სისტემები მოეწყობა
გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფისთვის ახალი სისტემების პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოებს 11 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
“პროექტის ფარგლებში, სოფლების – ნუკრიანის, ზემო მაღაროსა და ზემო ბოდბეს სტაბილური წყალმომარაგებისთვის სისტემები მოეწყობა.
“დაინტერესებულ პირებს წინადადების წარდგენა 11 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ.
წყალმომარაგების სისტემა სამივე სოფელში მოძველებულია. ასევე, რეაბილიტაციას საჭიროებს არსებული სატუმბო სადგური და ჭაბურღილები. გარდა ამისა, მოეწყობა ახალი მაგისტრალური მილები.
პროექტის შედეგად, აღნიშნული სოფლების მოსახლოება, ჯამურად, 2 500-ზე მეტი ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს.
გამარჯვებული კომპანიამ სამუშაოები 17 თვეში უნდა დაასრულოს”, – ნათქვამია წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციაში.