ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა
ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსს კიდევ ორი პაციენტი ემსხვერპლა, სულ ლეტალური შემთხვევების რიცხვი 47-მდეა გაზრდილი.
ასევე, ვირუსი კიდევ 79 ადამიანს დაუდასტურდა და პანდემიის დაწყებიდან 4505 შემთხვევაა რეგისტრირებული.
გუდაუთის საავადმყოფოში 121 ადამიანი მკურნალობს, მათგან 21-ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი, 33 პაციენტია მოთავსებული, ერთის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება “აითარა”-ს მრავალპროფილურ ჰოსპიტალს, იქ ამჟამად 61 პირი მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაში 5 მოქალაქეა.
პანდემიის დაწყებიდან ე.წ.რესპუბლიკაში ვირუსის დამარცხება 2440 ადამიანმა შეძლო.