საქსტატი: ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა

2020 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8
პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საბაზო ინფლაციის მაჩვენებლებსაც გვაცნობს, საიდანაც ირკვევა, რომ აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.0 პროცენტით განისაზღვრა.

კერძოდ, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: 

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ამ ჯგუფში ფასები 0.9 პროცენტით არის გაიზარდილი, რაც თვის ინფლაციაზე 0.28 პროცენტული პუნქტით აისახა.
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელიფასები მომატებულია 5.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.18 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
  • ჯანმრთელობის დაცვა და ტრანსპორტიჯგუფში ფასები მომატებულია 1.2 პროცენტით, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე.
  • ტრანსპორტის ჯგუფში კი ფასები 0.8 პროცენტით გაიზარდა, რაც 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, მის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, – სადაც ფასები 5.5 პროცენტით არის გაზრდილი, რაც წლიურ
    ინფლაციაზე 1.74 პროცენტული პუნქტით აისახა.
  • ჯანმრთელობის დაცვა  ჯგუფში ფასები მომატებულია 9.0 პროცენტით, რაც 0.73 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.0 პროცენტიანი მატება.
    შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.59 პროცენტული პუნქტი შეადგინა
  • ტრანსპორტი – ჯგუფში ფასები შემცირდა 6.0 პროცენტით. შესაბამისად, წლიურ ინდექსში ჯგუფის წვლილმა -0.74 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები