გოჩა ენუქიძე კომპანია GTG CAPITAL-ს პრეზენტაციის შესახებ განცხადებას აკეთებს

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, ამბროლაურში კომპანია, GTG CAPITAL-ს მიერ სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსისა და ჰოსტელის პროექტის პრეზენტაციის შესახებ განცახდებას აკეთებს.

მისი თქმით, პროექტი, რომლის მინიმალური ღირებულება 3 მილიონი ლარია, მოიცავს ჰოსტელს 100 ადგილზე, სასტუმრო აპარტამენტებს, კომერციულ სივრცეებს, საკონფერენციო დარბაზებს, სარეკრეაციო, სპორტულ და საბავშო სივრცეებს.

“მართლაც სასიხარულო ამ პროექტის განხორციელება პირადად ჩემთვის და თითოეული ამბროლაურელისათვის.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია ჯითიჯი კაპიტალის წარმომადგენლებს და პროექტის ხელმძღვანელს, ბატონ გიორგი თავდიშვილს, ვინაიდან ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების სამიზნე რეგიონად სწორედ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი აირჩა, რომელიც ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაზრდასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნას. მივესალმები და მხარს ვუჭერ ყველა იმ ღონისძიების განხორციელებას, რომელიც ჩვენი რეგიონის მოსახლეობის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის”, – აცხადებს გოჩა ენუქიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები