ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსი კიდევ 63 პირს დაუდასტურდა
ე.წ.სამხრეთ ოსეთში კოვიდ19 ბოლო ერთ დღეში კიდევ 63 ადამიანს დაუდასტურდა. რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ, ეს უკვე 1051-ე შემთხვევაა, ხოლო პანდემიის დაწყებიდან – 1141-ე.
ამჟამად, სამედიცინო დაწესებულებებში 231 პაციენტი მკურნალობს.
ე.წ.რესპუბლიკაში ვირუსს სულ 14 ადამიანი ემსხვერპლა.
გუშინ დე ფაქტო მთავრობამ რიგი შეზღუდვები დააწესა, რომლებიც ძალაში 15 ნოემბრამდე დარჩება.