„პოლიციელი ვარ და ქვეყანას ვიცავ, ვემსახურები პატიოსნად“ – გლდანში სამართალდამცველებს ნიკა მელია დაუპირისპირდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დღეს გლდანში მსვლელობას მართავდნენ. ისინი მოსახლეობას ხვდებიან, ფლაერებს ურიგებენ და ფართომასშტაბიან აქციაზე მისვლას სთხოვენ.

მსვლელობისას ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ნიკა მელია მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით მყოფ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა. მელია სამართალდამცველებს სხვადასხვა ბრალდებით მიმართავდა, რაზეც ერთ-ერთმა სამართალდამცველმა უპასუხა – „პოლიციელი ვარ და ქვეყანას ვიცავ, ვემსახურები პატიოსნად“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები