არჩილ თალაკვაძე: საზოგადოების გადასახადები უნდა დაიხარჯოს იმაში, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა იმუშაონ პარლამენტში

“პარტიების დაფინანსება არის ხალხის ფული და, რა თქმა უნდა, ჩვენ დავაკვირდებით, თუ რა იქნება საზოგადოების დაკვეთა ამასთან დაკავშირებით”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კითხვას, უნდა შეუწყდეს თუ არა დაფინანსება იმ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.

მისი თქმით, ხელისუფლება აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების აზრს დააკვირდება.

„საზოგადოებამ იცის, მათი გადასახადები უნდა დაიხარჯოს იმაში, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა იმუშაონ პარლამენტში, გაუწიონ ოპონირება და ზედამხედველობა როგორც მმართველ გუნდს, ასევე, მთავრობას. შესაბამისად, ჩვენ დავაკვირდებით საზოგადოების აზრს ამასთან დაკავშირებით. დავაკვირდებით, თუ რა იქნება ჩვენი მოქალაქეების დაკვეთა დაფინანსებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ვიმსჯელებთ ამ საკითხზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები