არჩილ თალაკვაძე: ხელისუფლება არ დაუშვებს დემოკრატიაზე თავდასხმას, პირველ ყოვლისა, ეს რუსეთის ინტერესებშია

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ეუთო/ოდირ-თან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში საზოგადოება გადაწყვეტილებებს მხოლოდ არჩევნების გზით იღებს.

„ჩვენ არავის  მივცემთ საშუალებას და  ხელისუფლება არ დაუშვებს  დემოკრატიაზე თავდასხმას. საქართველოში საზოგადოება გადაწყვეტილებებს მხოლოდ არჩევნების გზით იღებს.  თუ ვინმეს აქვს პროტესტის სურვილი  და სურს, რომ თავისი მოსაზრება გამოხატოს,   ამისთვის არსებობს  კანონმდებლობით დადგენილი ფარგლები  და ამ კანონმდებლობას ვერავინ  გასცდება.

დემოკრატიასა და არჩევნებზე თავდასხმა,  პირველ ყოვლისა, რუსეთი ინტერესებშია და საზოგადოებას ვთხოვ, დაფიქრდეს,  თუ რას ემსახურება იმ პოლიტიკური პარტიების სცენარი, რომელსაც ისინი ანხორციელებენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. ისინი პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები