“ქართული ოცნების” ლიდერები ეუთო/ოდირ-ის წარმომადგენლებს ხვდებიან
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ეუთო/ ოდირ-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ხვდებიან.
შეხვედრა ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
ცნობისთვის, საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია ეუთო/ოდირ-მა საპარლამენტო არჩევნები შეაფასა და წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც დასკვნაშია ნათქვამი, არჩევნები კონკურენტულ გარემოში და, ზოგადად, ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა.
ეუთო/ოდირ-ის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა ოპოზიცია, რომელიც არ ენდობა შედეგებს და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ შეხვედრის შემდეგ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მისიის შეფასება შეიცვლება.