სალომე ზურაბიშვილი: ევროპამ ტერორისტული აქტის წინაშე გაიღვიძა – ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი და დავდგეთ ერთად ამ რადიკალური ძალადობის წინააღმდეგ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვენაში მომხდარ ტერორისტულ აქტს ეხმაურება.
„ევროპამ ტერორისტული აქტის წინაშე გაიღვიძა. ამ სახის ძალადობა მიუღებელია. ვენა ძლიერია და ძველებურად აღდგება. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი და დავდგეთ ერთად ამ რადიკალური ძალადობის წინააღმდეგ“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. დაღუპულია ხუთი ადამიანი, მათ შორის, ერთი თავდამსხმელი. ასევე, დაშავებულია 17 პირი. ავსტრიის მთავრობა მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს.