ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს 43-ე პაციენტი ემსხვერპლა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, სულ ე.წ.რესპუბლიკაში უკვე 43 ლეტალური შემთხვევაა.
ბოლო ერთ დღეში ვირუსი კიდევ 47 პირს დაუდასტურდა, ჯამურად, 4349 დადასტურებული შემთხვევაა.
გუდაუთის საავადმყოფოში 135 ადამიანი მკურნალობს, მათგან 20-ის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 29-ის – საშუალო სიმძიმის.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 36 პირია, ერთის მდგომარეობა მძიმეა.
“აითარა”-ს ტერიტორიაზე გაშლილ ჰოსპიტალში 66 პაციენტია, მათგან 3-ის მდგომარეობა მძიმეა.
ვირუსის დამარცხება სულ 2413 -მა ადამიანმა შეძლო.