სასწრაფოდ: ვენაში, სინაგოგაში უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა

ამ დროისთვის დაუდგენელმა მამაკაცმა ვენაში, ქალაქის ცენტრში,  სინაგოგაში ცეცხლი გახსნა შემდეგ კი თავი აიფეთქა , – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ვენის პოლიციამ სროლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.

სამართალდამცავების ინფორმაციით ამ დროსთვის რამდენიმე ადამიანია დაჭრილი. ვრცელდება ინფორმაცია გარდაცვლილის შესახებაც.

გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა მამაკაცმა დაახლოებით 50 ჯერ ქუჩაში გაისროლა შემდეგ კი სინაგოგაში გადაინაცვლა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ის ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები