ბაიდენი ფაუჩის გამოესარჩლა, რომლის გათავისუფლებასაც ტრამპი გეგმავს
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი, რესპუბლიკელების კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში თანამდებობიდან ქვეყნის მთავარ ინფექციონისტ ენტონი ფაუჩის გაათავისუფლებს.
“გვჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც უსმენს ენტონი ფაუჩის მსგავს ექსპერტებს”, – წერს ბაიდენი სოციალურ ქსელში.
მანამდე, Washington Post-მა დაწერა, რომ ტრამპმა საარჩევნო შტაბის თანამშრომლებთან პირად საუბარში ფაუჩის “სტიქიური უბედურება” უწოდა და თქვა, რომ იფექციონისტისთვის რომ მოესმინათ, 700 ათასზე მეტი ამერიკელი დაიღუპებოდა.