ალიევი ამბობს, რომ ფაშინიანს სამი შანსი ჰქონდა
“სომხეთისთვის შანსი სამჯერ იყო მიცემული, წარმატებული სამხედრო ოპერაციის მიუხედავად, საერთაშორისო შუამავლების წინადადებებს პატივისცემით მივუდეგით და ზავს სამჯერ დავთანმხდით”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.
ამის შესახებ Report -ი წერს.
“სომხეთმა ზავი სამჯერ დაარღვია. პირველად, განჯაზე ბალისტიკური რაკეტებით მიტანილი იერიშით, მეორედ, ზავის ძალაში შესვლიდან 4-5 წუთში და მესამედ, ბარდაზე “სმერჩის” ტიპის რაკეტით მიტანილი დარტყმით, რომლის შედეგად 21 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 70 დაშავდა. ეს სომხური ფაშიზმის მახინჯი სახეა. არა მხოლოდ მტრისგან ვათავისუფლებთ ჩვენს მიწებს, არამედ სომხურ ფაშიზმს ვამტვრევთ, რომელიც რეგიონისთვის დიდი საფრთხის შემცველია”, – განმარტა ალიევმა.