სლოვაკეთში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება ჩატარდა – კორონავირუსი მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს დაუდასტურდა

სლოვაკეთში 31 ოქტომბერსა და 1-ელ ნოემბერს კორონავირუსზე მოსახლეობის საერთოეროვნული გამოკვლევა ჩატარდა.

ქვეყანაში 2 581 113 გაკეთდა, მათგან დადებითი 25 850 აღმოჩნდა, რაც, დაახლოებით, 1%-ს შეადგენს.

ქვეყნის პრემიერმა, იგორ მატოვიჩმა შეიარაღებულ ძალებს მადლობა გადაუხადა, რომ მათ 17 დღეში ასეთი მასშტაბური ღონისძიების ორგანიზება შეძლეს.

პრემიერმა მოქალაქეებს სამი თხოვნით მიმართა: რომ ისინი, ვისაც დადებითი პასუხი აქვთ, სახლში 10-დღიან კარანტინში იყვნენ, ვისაც არა, ფრთხილად იყვნენ, მესამე თხოვნაა, რომ მათ – ვისაც დადებითი პასუხი აქვთ, ეს ყველა იმ პირს შეატყობინონ, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდათ.

სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ ტესტირება წარმატებულად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები