ჟირონოვსკი – სააკაშვილს: მიშიკო, რაში გჭირდება შენი პარტიის გამარჯვება, აფხაზეთი თქვენი არ არის, არც სამხრეთ ოსეთი, მალე ბათუმსაც დაკარგავთ

რუსეთის პარტია ლდპრ-ის ლიდერი, ვლადიმირ ჟირინოვსკი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, შეეშვას არჩევნებს. ის მას მოსკოვში სტუმრად იწვევს და ურჩევს, ტყეში “სოკოები შეაგროვოს”.

მისივე თქმით, საქართველომ დაკარგა აფხაზეთი, ე.წ.სამხრეთ ოსეთი, მალე ბათუმსაც დაკარგავს, რადგან ქვეყანას კავკასიის დიდ ომში ჩაითრევენ.

ამის შესახებ მან ტელეგრამ-არხში დაწერა.

“ძვირფასო მიშიკო! რა განერვიულებს, რაში გჭირდება საქართველოში შენი პარტიის გამარჯვება?იქ ისედაც ყველაფერი ცუდად არის: აფხაზეთი თქვენი არ არის, სამხრეთ ოსეთიც არ არის თქვენი, მალე ბათუმსაც დაკარგავთ, კავკასიის დიდ ომში ჩაგითრევენ. შენ, მიშიკო, მშვიდი ცხოვრება გჭირდება, ისედაც ბევრი ინერვიულე. გთავაზობ, მოსკოვში ჩამოხვიდე, საუკეთესო ქართულ რესტორანში ხინკალი, საცივი და ლობიო მივირთვათ, დავლიოთ “ქინძმარაული”, “ახაშენი” და “წინანდალი”. რუბლიოვკაზე იანუკოვიჩი მოვინახულოთ, ვეთანაშოთ კარტი და დომინო, მერე ლუკაშენკოც შემოგვიერთდება. და გეყოს მოთქმა და არჩევნებში მონაწილეობა, ყველაფერი რისი გაფუჭებაც შეგეძლოთ, ისედაც გააფუჭეთ: კიევშიც, თბილისშიც, მინსკშიც. მოდით, მშვიდად-წყნარად ვიაროთ ტყეში სოკოებზე, აბანოში ვიაროთ, როგორც ეს ლუკაშენკოს უყვარს და ნაკლები იბუზღუნეთ, რომ ეს ის დემოკრატია არ არის, ის ეკონომიკა. ეს თქვენ არ გამოგივიდათ არაფერი, ახალი თაობა კი ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ  – თქვენ გარეშე. გეყოთ ადამიანების გასულელება”, – წერს ჟირინოვსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები