ჯანმო-ს დირექტორი თვითიზოლაციაშია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც ცნობილი გახდა, რომ მას კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

ამის შესახებ გებრეისუსმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“გაირკვა, რომ მე კონტაქტი მქონდა ადამიანთან, რომლის ტესტმა კოვიდ19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. თავს კარგად ვგრძნობ, არ მაქვს სიმპტომები, თუმცა თვითიზოლაციაში, ჯანმო-ს პროტოკოლის შესაბამისად, რამდენიმე დღის განმავლობაში დავრჩები და სახლიდან ვიმუშავებ”, – დაწერა მან.

გებრეისუსმა ასევე დასძინა, რომ მნიშვნელოვანია,  ყველამ რეკომენდაციები დაიცვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები