ფილიპინებზე ტაიფუნი “გონი” მძვინვარებს, მას თან ახლავს 225 კმ/სთ სიჩქარის ქარი და ტროპიკული წვიმა.
BBC-ის ცნობით სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულია სულ მცირე 4 ადამიანი. ტაიფუნმა საცხოვრებელი სახლები დაანგრია, ასევე განადგურებულია სამანქანე გზები. პირველი დარტყმა საკუთარ თავზე კუნძულმა კატანდუანესმა მიიღო, მას შემდეგ “გონი” შესუსტდა და ყველაზე დიდ დასახლებულ კუნძულზე ლუსონზე გადაინაცვლა.
მედიის ცნობით აღნიშნული ტაიაფუნი ყველაზე ძლიერია, რაც ფილიპინებზე 2013 წლის შემდეგ ყოფილა, როდესაც ტაიფუნი “ხაიანის” შედეგად 6 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.