საქართველოში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა

“სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა”,- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსით ქვეყანაში სულ 335 ადამიანია გარდაცვლილი.

“სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 28 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში – 10 ადამიანი, აჭარაში – 7, იმერეთში – 7, შიდა ქართლში – 2, ქვემო ქართლში – 1, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 335 გარდაცვალების შემთხვევა”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1791 ახალი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები