სალომე სამადაშვილი: ხვალიდან ოპოზიციამ უნდა დაიწყოს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე კონსულტაციები და მეორე ტურებისთვის მზადება

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხვალიდან ოპოზიციამ კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე კონსულტაციები უნდა დაიწყოს.

როგორც სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ხვალიდან და მეორე ტურის დასრულებამდე, პარლამენტის წინ მოედანი ოპოზიციის სათათბიროდ და საზოგადოების შეკრების ადგილად უნდა იქცეს.

“დღეს ყველა ხმაა დასაცავი, ხვალიდან კი, ოპოზიციამ უნდა დაიწყოს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე კონსულტაციები და მეორე ტურებისთვის მზადება. ვფიქრობ, რომ ხვალიდან და მეორე ტურის დასრულებამდე, პარლამენტის წინ მოედანი ოპოზიციის სათათბიროდ და საზოგადოების შეკრების ადგილად უნდა იქცეს, როგორც 20 ივნისის შემდეგ. როგორც გპირდებოდით, დღეს გავიმარჯვეთ. ახლა, ეს გამარჯვებაა გასაფორმებელი”, – წერს პოლიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები