კობახიძემ სააკაშვილს უპასუხა: “ქართული ოცნება” მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გააგრძელებს ქვეყნის განვითარებას

პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნება” მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მთავრობას ერთპარტიულად ჩამოაყალიბებს და ქვეყნის განვითარებას გააგრძელებს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

ამის შესახებ კობახიძემ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, რომლებმაც მას მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს.

სააკაშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ გამარჯვება ოპოზიციამ მოიპოვა და “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლება მშვიდობიანად უნდა გადააბაროს, როგორც თავად 2012 წელს გააკეთეს.

კობახიძის თქმით, “ამაზე ჩვენი პასუხია, რომ “ქართული ოცნება” აყალიბებს მთავრობას და ეს მთავრობა ოთხი წლის განმავლობაში გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ამას ყველაფერს, რა თქმა უნდა, ქართველმა ხალხმა დღეს საპარლამენტო არჩევნებზე მისცა ხმა”, – განმარტა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები