სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ჩამოსვლის საშუალება რომ ჰქონოდა “ნაცმოძრაობა” ხმების უმრავლესობას აიღებდა

მე რომ ჩამოვსულიყავი საქართველოში და მეწარმოებინა “ნაციონალური მოძრაობის” კამპანია, უმრავლესობას ავიღებდით, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა დღეს, მთავარი ოპოზიციური ბირთვია.

„მე რომ საქართველოში ჩამოვსულიყავი და “ნაციონალური მოძრაობის კამპანია მეწარმოებინა, უმრავლესობას ავიღებდით.

ვინმეს ეჭვი გეპარებათ ამაში? აბა ჩამეხედა ხალხისთვის თვალებში, აბა მივეშვი, ხელი ჩამომერთვა მათთვის . მე სამჯერ ვთქვი უკრაინის პრემირ-მინისტრობაზე უარი, ასე რომ საქართველოს პრემიერობა საერთოდ არ მაინტერესებს. ეს ნამდვილად არ არის ჩემი ამბიციის მწვერვალი.
“ნაციონალური მოძრაობა” არის მთავარი ოპოზიციური ბირთვი, ჩვენ ვიპოვეთ ხალხი, რომელიც არის პროფესიონალი, წესიერი და საზოგადოების ნდობით სარგებლობს“, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები