სააკაშვილი: აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონალური ლიდერი ვარ

მე ვარ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონალური ლიდერი აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, მას გიჟივით ენატრება საქართველო. ხოლო კაბინეტზე კი ალერგია აქვს.

„გიჟივით მენატრება ჩემი ქვეყანა. საერთოდ არც ერთი თანამდებობა არ მენატრება, ალერგია მაქვს კაბინეტზე.
ჩემი ბათუმი, ყვარელი, თბილისი, ზუგდიდი, ანაკლია, ქუთაისი, თელავი გიჟივით მენატრება. ამიტომ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ერთი ახირებული კაცის ნების გულისთვის, რომელმაც რაღაც იდიოტიზმზე გამასამართლა, სამშობლოს გარეშე დავრჩე.
მე ვარ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონალური ლიდერი აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით. მე მხოლოდ იმას ვითხოვ, რომ ჩემს ქვეყანაში ყოფნის საშუალება მქონდეს და შემეძლოს ღვინის დაწურვა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები